Geo  |  Eng სამშაბათი, 7 სექტემბერი, 2010    
მთავარი  |  საიტის რუქა
 
 
მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102, თბილისი 0112 ტელ./ფაქსი: +995-32 954162 mail@ndoba.org.ge www.ndoba.ge

 

ცხელი ხაზი

გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს უფასო და ანონიმური კონსულტაციით 24 საათის განმავლობაში. კონსულტაციას ახორციელებენ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და მომზადებული მოხალისეები. ცენტრში ფუნქციონირებს როგორც საყმაწვილო, ასევე მოზრდილთა არხი.

მოგვმართავენ ნებისმიერი ასაკის ადამიანები ფსიქოსოციალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით.
გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ეხმარება ადამიანებს რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, თავს მარტოდ და გარიყულად გრძნობენ, განიცდიან შიშს და აქვთ შფოთვა, უიმედოდ არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, აწუხებთ ახლობელი ადამიანის მდგომარეობა, საჭიროებენ თანაგრძნობას.


ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი;

995-32 921 000 (სადღეღამისო არხი)

hotline@ndoba.org.ge