Geo  |  Eng სამშაბათი, 7 სექტემბერი, 2010    
მთავარი  |  საიტის რუქა
 
 
მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102, თბილისი 0112 ტელ./ფაქსი: +995-32 954162 mail@ndoba.org.ge www.ndoba.ge

 

კლუბი

პიროვნების განვითარების კლუბის წევრები არიან როგორც ბავშვები და მოზარდები, ასევე მოზრდილები, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური და სოციალურ ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
პიროვნების განვითარების კლუბის ფუნქციონირების მთავარი ფორმაა ჯგუფური შეხვედრები.

სარეადაპტაციო-განმავითარებელი ჯგუფები ადამიანებს ეხმარება:

• ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში

• მიმღებლობითი დამოკიდებულების განვითარებაში

• შემოქმედების უნარის განვითარებასა და გაძლიერებაში

• თანაგრძნობის უნარის გაზრდაში

• თვითდახმარების და სხვების დახმარების უნარის განვითარებაში

• რთულ სიტუაციებში რეალისტური ორიენტაციის უნარის განვითარებაში

• მიკრო და მაკრო სოციალურ გარემოსთან ეფექტური ურთიერთქმედების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში

• კომუნიკაციისა და კონფლიქტების გადაჭრის ხერხების სწავლაში.

კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ თავისუფლად განიხილონ თავიანთი პრობლემები, გაანალიზონ ორმხრივი დახმარებისა და თანადგომის შესაძლებლობა, შექმნან თვითდახმარების ჯგუფები და შეიძინონ სოციალური უნარ-ჩვევები. თვითდახმარების ჯგუფებში სპეცილიტებთან ერთად კლუბის წევრები ქმნიან ღია, ურთიერთმხარდამჭერ ატმოსფეროს. პიროვნების განვითარების კლუბში ეწყობა კინო ჩვენებები, რომელთა განხილვის დროსაც კლუბის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოთქვან თავიანთი შთაბეჭდილებები და იმსჯელონ სხვადასხვა კონკრეტულ თემებზე; დაუკავშირონ ის თავიანთ პრობლემებს და აღმოაჩინონ საკუთარი პიროვნული რესურსები.

პიროვნების განვითარების კლუბის წევრებს შეუძლიათ გაიარონ მოხალისეების და დამხმარეების განვითარების პროგრამა და ჩაერთონ "ნდობის" საქმიანობებში მოხალისეებად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102, თბილისი 0112
ტელ/ფაქსი: 995-32 95 41 62

club@ndoba.org.ge