ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი
ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის მრავალფეროვანი ტრენინგ-პროგრამები და კვალიფიციური კონსულტაციები ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს და პროფესიონალებს ეხმარება შესაძლებლობების გაზრდასა და სერვისების განვითარებაში.
ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის კლიენტები არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს-ორგანიზაციები; საერთაშორისო ორგანიზაციები; საოჯახო მედიცინის ცენტრები, პოლიკლინიკები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები; ბავშვთა სახლების პედაგოგები, აღმზრდელები, ექიმები; ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები; ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერების და კაბინეტების ექიმები; განათლების სისტემის (საბავშვო ბაღების, სკოლების) პედაგოგები, ფსიქოლოგები და ექიმები; სტუდენტები, რეზიდენტები; მოხალისეები და ა.შ.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ცოდნის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ცენტრის სამი ტრენინგ-კურიკულუმი არის აკრედიტირებული საქართველოს სამედიცინო აკადემიის მიერ, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილე ექიმებს გადაეცემათ სერტიფიკატები შესაბამისი კრედიტ-საათების (კ/ს) რაოდენობით.
დაინტერესების შემთხვევაში ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს შეუძლიათ ტრენინგის ან კონსულტაციის დაკვეთა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102, თბილისი 0112
ტელ/ფაქსი: 995-32 95 41 62
training@ndoba.org.ge
გთავაზობთ ტრენინგებსა და კონსულტაციებს შემდეგ თემებზე:
|
 |