სტუდენტთა პრაქტიკა
ნდობა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის ბაზაა
2005 წლიდან ნდობასთან მემორანდუმი აქვს დადებული ი. ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტს. ყოველწლიურად ამ ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები სავალდებულო სასწავლო პრაქტიკას გადიან ნდობის კრიზისული დახმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში. (2006 წელს ამ ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის 15 სტუდენტმა გაიარა სასწავლო პრაქტიკა ნდობაში) პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ ნდობა ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტს გადასცეს სტუდენტების აკადემიური მოსწრების ქულობრივი შეფასება, რაც მათ საუნივერსიტეტო საერთო შეფასებაზე აისახება.
2006 წელს ნდობამ მემორანდუმი გააფორმა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან და “Bridge water State College”-ის ხელმძღვანელთან. ამ ფაკულტეტის მაგისტრები ნდობაში პარაქტიკას გაივლიან 2007 წლიდან.
დაგეგმილია 2007 წლიდან თანამშრომლობის დაწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის ბაკალავრიატის პროგრამასთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995-32 95 41 62
outpatient@ndoba.org.ge
|
 |