საქართველოს ბავშვთა პლანეტა
საქართველოს ბავშვთა პლანეტა არის გერმანული ორგანიზაციის, გრეის პეტრა კელის საქველმოქმედო ფონდის ერთ – ერთი განყოფილება, რომლიც უშუალოდ საქართველოსთვის ანხორციელებს თავის პროექტებს.
საქართველოს მიმართულება გაიხსნა 2003 წელს და მას კოორდინაციას უწევს გერმანიაში მცხოვრები ქ –ნი რუსუდან ნიკოლოზიშვილი.
ბავშვთა პლანეტის მიზანი განისაზღვრება იმ იდეით, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს საავადმყოფოებში ატარებენ, ადგილზე შეექმნათ პირობები, რომლითაც, ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ბავშვები ცხოვრობენ და ერთობიან. თვითონ გრეის პეტრა კელი იყო ათი წლის გოგონა, როდესაც სიმსივნით გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა სწორედ მის ოცნებას გაუხსნა გზა მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში. მათ შორისაა საქართველო.
დღემდე საქართველოს ბავშვთა პლანეტამ განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის იყო აფხაზეთიდან ლტოლვილი ბავშვებისათვის ფსიქოსოციალური დახმარების სახით ბაღის მოწყობა (დირექტორი თ. ბასილაშვილი), მოინახულა საქართველოს რაიონები და მცირედი საჩუქრები გააგზავნა გაჭირვებულ ოჯახებში.
2004 წელს დაიდო ხელშეკრულება "სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდთან" (ფონდის დირექტორი პროფ. გ. ჩახუნაშვილი), პროექტი ითვალისწინებს საქართველოში პირველად სტაციონალურ პირობებში მყოფ ავადმყოფ ბავშვთათვის საბაღე ტერიტორიის მოწყობას, განაშენიანებასა და ბავშვებისათვის განახლებული სახით გადაცემას.
მსგავსი ხელშეკრულება ასევე უკვე დაიდო მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო –კვლევით ინსტიტუტთან (დირექტორი. პროფ. დ ზურაბაშვილი).
2007 წლის 15 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა“-სთან
2007 წლის მაისში იგეგმება ახალი ტიპის ერთობრივი პროექტი, რომელიც გულისხმობს ინვალიდ მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრირებას მათი ჩართვით შრომით საქმიანობაში (შეზღუდული უნარების მქონე მოზარდთა დაოსტატების სკოლა, ექსპერიმენტული ჯგუფი)
ზოგადად, ფონდი არის ადამიანთა და ორგანიზაციათა კეთილ ნებაზე დამოკიდებული სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ საქველმოქმედო აქტივობაზეა ორიენტირებული.
ბავშვთა პლანეტა საქართველოს მოქალაქეებისგანაც ელოდება მსგავსი სახის ინიციატივებს და თავისი მუშაობის ნაწილს საქართველოში არაერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოიყენებს.
საკონტაქტო პირი: რუსუდან ნიკოლოზიშვილი. ტელ: 8 55 499 775
e-mail: niki_nikol@gmx.de
kinderplanetgeorgien@gmx.de
|
 |