Geo  |  Eng სამშაბათი, 7 სექტემბერი, 2010    
მთავარი  |  საიტის რუქა
 
 
მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102, თბილისი 0112 ტელ./ფაქსი: +995-32 954162 mail@ndoba.org.ge www.ndoba.ge

 

ისმო

ახალგაზრდობასთან მობილური მუშაობის საერთაშორისო ორგანიზაცია ისმოს მიზანია, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განიხილოს ახალგაზრდობასთან მობილური მუშაობის სამოქმედო კონცეფცია, რომელიც წლების განმავლობაში შემუშავებულია ახალგაზრდობაზე ზრუნვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და შეუხამოს იგი სხვადასხვა ქვეყნების სპეციფიკას. ამ მიზნით იგი ატარებს კონფერენციებს, სემინარებსა და სიმპოზიუმებს, რომელთა მიზანია ქუჩის ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის გათვალისწინებით და შესაბამისი ადგილობრივი გარემოს მობილიზების მეშვეობით ხდება სამოქალაქო-საზოგადოებრივი ძალების გამოღვიძება-გააქტიურება, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდების მდგრად, ნაყოფიერ და სოლიდარულ განვითარებას.

ბოლო პერიოდში საქართველოს დიდ ქალაქებში აღსანიშნავია ქუჩის ბავშვთა რიცხვის მომატება. ისინი პრობლემური, სოციალურად დაუცველი და ხშირად ფსიქოლოგიურ კრიზისში მყოფი ოჯახებიდან არიან. ქვეყნის ეკონომიკური სირთულეები, სიღარიბე, უმუშევრობა, არასტაბილური დასაქმება ქუჩის ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ფსიქოსოციალურ დევიაციების - სუიციდების, ალკოჰოლიზაციის, ნარკომანიის, ძალადობის და კანონსაწინააღმდეგო სხვა ქცევის ხელშემწყობი ფაქტორია. Aსევე მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების უარყოფითი განწყობები ქუჩის ბავშვების მიმართ, რაც გამოიხატება ძალადობისა და მათი დისკრიმინაციის ფაქტებით.

ქუჩის ბავშვებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო ინსტიტუციები სარეაბილიტაციო ცენტრების, თავშესაფრების მეშვეობით ხელს უწყობენ ბავშვთა უფლებების რეალიზაციას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და განათლებას; ასევე, მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, დაცვას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცყოფისა და ბოროტად გამოყენებისაგან, უხეში მოპყრობისა, ექსპლოატაციისა და დისკრიმინაციისაგან.

ახალგაზრდობასთან მობილური მუშაობის საერთაშორისო ორგანიზაცია IშMO-მ საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობასთან ერთად 2006 წელს საქართველოში განახორციელა პროექტი: “ტრენინგის პროგრამა საქართველოში სოციალურად დაუცველ ახალგაზრდობასთან მობილური მუშაობის სფეროში”. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებთან მობილური მუშაობის კონცეფციის საფუძველზე ახალგაზრდობასთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება. ახალგაზრდობასთან მობილური მუშაობის კონცეპციის არსი არის ძნელად საკონტაქტო ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა მათ საცხოვრებელ გარემოში და ზიანის შემცირება, ასევე ახალგაზრდულ საქმეებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლების თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სოციალური საკითხების ერთობლივად გადასაწყვეტად სამოქალაქო-საზოგადოებრივი ძალების მონაწილეობაში წვლილის შეტანა. პროექტის ერთ ერთი მიზანი ქსელური მუშაობის განვითარებც იყო. პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა 3 სასწავლო სემინარი ახალგაზრდობასთან მობილური მუშაობის სფეროში.

მიზნებიდან გამომდინარე სემინარებში ჩართული იყო – ის სახელმწიფო უწყებები _ ინსტიტუციები და არასამთავრობო ორგანიზაციები რომლების საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა სოციალურ სფეროში მუშაობენ (საზოგადოება ბილიკი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ჰუმანი, ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი, ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი, ბავშვთა დახმარების ცენტრი, სახალხო დამცველის აპარატი, ბავშვი და გარემო, საქართველოს კარიტასი, ნდობა, საფარი).

ახალგაზრდობასთან მობილური მუშაობის კონცეპცია რომელიც ისმოს სემინარებზე იყო წარმოდგენილი საქართველოს ბავშვთა სოციალურ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს პრინციპულად ახალ მიდგომას სთავაზობს ქუჩის ბავშვებთან მუშაობისას. რომლის მთავარი მიზნია ადგილებზე – ქუჩაში, მათ საცხოვრებელ გარემოში ახალგაზრდებში ზიანის შემცირება, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება მათი ინტერესების შესაბამისად. ეს მიდგომა არ გულისხმობს მათ ინსტიტუციებში მოთავსებას. ახალგაზრდობასთან მობილური მუშაობის კონცეპცია შემავსებელია იმ მიდგომისა/ სამსახურები/ მომსახურებისა რასაც საქართველოში მომუშავე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციები სთავაზობენ ქუჩის ბავშვებს – ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში.

ახალგაზრდობასთან მობილური სოციალური მუშაობის კონცეპციის დანერგვა ხელს შეუწყობს ერთობლივ მუშაობას სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორს შორის და საზოგადოების გააქტიურებას, რაც ეფექტურს გახდის მათი მუშაობის შედეგებს.

საკონტაქტო პირი: პროფ. ვალტერ შპეჰტი
profspecht@t-online.de
www.ismo-online.de