Geo  |  Eng სამშაბათი, 7 სექტემბერი, 2010    
მთავარი  |  საიტის რუქა
 
 
მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102, თბილისი 0112 ტელ./ფაქსი: +995-32 954162 mail@ndoba.org.ge www.ndoba.ge

 

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა” არასამთავრობო სამეცნიერო-პრაქტიკული ორგანიზაციაა, რომელიც 1990 წლიდან მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში.

“ნდობის” მისიაა ფსიქოლოგიურ კრიზისში მყოფი ადამიანების დახმარება და საქართველოში ფსიქოსოციალური დახმარების სისტემის შექმნა და განვითარება.

“ნდობა” ხელს უწყობს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის განხორციელებას. მუშაობს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე და პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე. "ნდობა" არის ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის წევრი.

~ნდობა~ სთავაზობს პროფესიულ სერვისს კრიზისში მყოფ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს. ეხმარება როგორც ცალკეულ პირებს, ასევე ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შესაბამისი განათლების და კონსულტაციების მიღებაში.

"ნდობა"-ს სამსახურებია: გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, კრიზისული დახმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი, პიროვნების განვითარების კლუბი.