ჩვენი მოხალისეები
"ნდობის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს მოხალისეები. ნდობა ხელს უწყობს მოხალისეობრივი ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში. ნდობის მოხალისეების საერთო რაოდენობა შეადგენს თითქმის 30 ენთუზიასტ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურის (ნდობის ტელეფონი, პიროვნების განვითარების კლუბი, კრიზიული ცენტრი,) საქმიანობაში.
“ნდობის ტელეფონზე” საკონსულატციოდ მოხალისეები გადიან სპეციალურ ტრენინგს, რომლის შემდეგაც მათ საუშალება აქვთ გაიარონ კოსულტანტ/ფსიქოლოგის პრაქტიკა 1 წლის განმავლობაში. ასევე “ნდობა” ხელს უწყობს მათ პროფესიონალურ განვითარებას და სთავაზობს ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე.
მოხალისეები აქტიურად არიან ჩართულნი პიროვნების განვითარების კლუბის საქმიანობაშიც. ხშირად კლუბის ფსოქლოგთან ერთად ან დამოუკიდებლად თავად მოხალისეს მიჰყავს ჯგუფური მუშაობა. კლუბის მოხალისეებს საშუალება აქვთ გაიარონ ტრენინგები “ნდობა”-ში და აიმაღლონ უნარ-ჩვევები მათთვის საინტერესო საკითხებში.
ნდობისთვის სიახლეა უცხოელი მოხალისეების ჩართვა ორგანიზაციის საქმიანობებში. თითქიმის ორი წელია, რაც ნდობა ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამების ქსელშია ჩართული. ეს არის ევროპული მოხალისეობრივი სერვისი (EVS), რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ადამიანებს წავიდნენ სხვა ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში მოხალისეობრივად, გაეცნონ უცხო კულტურას და შეიძნონ ახალი გამოცდილება და უნარ-ჩვევები.
EVS-ის პროექტის ფარგლებში 2006 წელს "ნდობის" კლუბის 2 მოხალისე გაიგზავნა ლიტვაში და პარალეურად ნდობას ეწვია 2 მოხალისე საფრანგეთიდან და ლიტვიდან. იგეგემება ნდობის 2 მოხალისის გაშვება ესტონეთსა და ლიტვაში. სექტემბრიდან "ნდობა" უმასპინძლებს ასევე 2 მოხალისეს საფრანგეთიდან და ლიტვიდან.
"ნდობა" აქტირუად თანამშრომლობს ახალგაზრდული პროგრამების განმხორციელებელ ორგანიზაციებთან საერთაშორისო დონეზე და ხშირად მონაწილეობს ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებსა თუ სემიანრებში, ასევე ხანმოკლე სასწავლო ვიზიტებში და სხვა.
|
 |