კრიზისული ცენტრი
კრიზისული დახმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ამბულატორიული ტიპის ანონიმური სამსახურია, რომელიც ეხმარება კრიზისში მყოფ, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მოზრდილებს.
ცენტრის მომსახურებაში შედის: სამედიცინო კონსულტაცია, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, სოციალური კონსულტაცია, იურიდიული კონსულტაცია, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოკორექცია, ფსიქოთერაპია, ფარმაკოთერაპიული კონსულტაცია, კრიზისული ინტერვენცია, ოჯახური კონსულტირება, ფსიქოსაგანმანათლებლო მუშაობა
კრიზისული დახმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობს ორი მულტიდისციპლინარული გუნდი:
•ბავშვთა და მოზარდთა მულტიდისციპლინარული გუნდი - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, და სოციალური მუშაკი
•მოზრდილთა მულტიდისციპლინარული გუნდი - მოზრდილთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი
ცენტრის ბაზაზე პროფესიულ პრაქტიკას გადიან სტუდენტები ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური კრიზისული დახმარების საკითხებში, ასევე სოციალურ მუშაობაში:
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102, თბილისი 0112
ტელ.: 911 000, 95 41 62
outpatient@ndoba.org.ge
|
 |