თუ ბავშვი... მშობლების, ძიძების და აღმზრდელების საკითხავი
2009 წლის 9 თებერვალს 17.00 საათზე; ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა” და ფონდი HAELLA (ნიდერლანდები), აწყობს წიგნის “თუ ბავშვი...” პრეზენტაციას _ “ბავშვთა აღზრდის ფსიქოსოციალური ასპექტების დანერგვა საბავშვო ბაღებში” პროგრამის ფარგლებში.
2007-2008 წლებში “ნდობამ” ჰოლანდიური ფონდის HAELLA-ს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც მოიცავდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების, პედაგოგების, ძიძების განათლებას სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის ფსიქოსოციალურ საკითხებში. სასწავლო პროგრამა შედგა იმ მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც გამოვლინდა წინასწარი კვლევის შედეგად. აღმზრდელებმა და ძიძებმა ბევრი შეკითხვა დასვეს. ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სწავლების დროს შევძელით, და რაც ვერ ჩავატიეთ მოკლევადიან სასწავლო კურსში გადავწყვიტეთ წიგნში შეგვეტანა. წიგნში “თუ ბავშვი”... ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ უფროსების შეკითხვებს ისე, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ მათი წვლილი და როლი ბავშვების განვითარებაში. თან არ დავივიწყეთ და პატივი ვცით ბავშვის სურვილებს, ინტერესებს, საჭიროებებს, შესაძლებლობებს და უნარებს.
წიგნის ავტორები არიან _ ფსიქოლოგები: მანანა აბზიანიძე, ნანა აღაპიშვილი, მანანა კანდელაკი, თამარ ჭარელიშვილი; ბავშვთა ფსიქიატრები: ნანა ჯიბღაშვილი და თინათინ მეზვრიშვილი.
პრეზენტაციაზე ვეპატიჟებით: საპატრიარქოს, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის, ქალაქის მერიის, ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრვი ორგანიზაციების, ბავშვთა სახლების, ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს.
დაბრუნება
|
 |