მშობელსა და ბავშვებს შორის დიალოგი ჰარმონიული ურთიერთობებისთვის
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ~ნდობა~ 22 აპრილიდან იწყებს მშობლების საგანმანათლებლო და დახმარების პროგრამის `მშობელსა და ბავშვებს შორის დიალოგი ჰარმონიული ურთიერთობებისთვის~ განხორციელებას.
პროგრამა ეხება ბავშვებთან ურთიერთობის, ბავშვების აღზრდის ფსიქოსოციალურ ასპექტებს, ბავშვების განვითარების საკითხებს და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ოჯახი და ბავშვის განვითარება;
2. ოჯახური ურთიერთობების სტილის და ოჯახის განვითარების ეტაპის გავლენა ბავშვზე;
3. ბავშვი და ოჯახური კრიზისი;
4. ურთიერთობის მართვა ოჯახის წევრებს შორის;
5. ბავშვის აღზრდის სტილების ანალიზი;
6. ბავშვთან ურთიერთობების მოდელები;
7. ბავშვის განვითარების ეტაპების თავისებურებები;
8. კრიზისული ეტაპები ბავშვის ცხოვრებაში და მათზე მშობლის რეაგირება;
9. ბავშვის კრიზისული ეტაპების შესაძლო სირთულეები (პროტესტი, აგრესია, სიჯიუტე, და ა.შ.);
10. ბავშვის აღზრდის ძირითადი ინსტრუმენტები _ წახალისება და დასჯა, დაპირება, მუქარა და. ა.შ;
11. მშობლის მაგალითი ბავშვისთვის (ენდობი - გენდობა, ატყუებ - გატყუებს, ეუხეშები - გეუხეშება და ა.შ.);
12. მშობლის მოთხოვნები ბავშვის მიმართ და ბავშვის რეაქცია მათზე;
13. მშობლის მოლოდინი ბავშვის მიმართ, ბავშვი, როგორც მშობლის არარეალიზებული სურვილების ასრულების საშუალება;
14. როგორ აღმოვაჩინოთ უარყოფითში დადებითი; დადებითი რესურსის გაძლიერება.
მუშაობის ფორმატი: ჯგუფური მუშაობა
თეორიული ინფორმაციის მიწოდება, სოციალური უნარ-ჩვევების შეძენა, გამოცდილების გაზიარება და განხილვა-ანალიზი, კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა.
ჯგუფური მუშაობა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: შემთხვევის განხილვა, გამოცდილების გაზიარება, დიკუსიები, ანალიზი, სავარჯიშოები, ტვინის შტურმი, რეკომენდაციების გაცემა.
მონაწილეები:
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წინასასკოლო ასაკის ან სკოლის ასაკის მოზარდების მშობლებს, ასევე ყველა სხვა დაინტერესებულ პირებს (ოჯახის წევრებს, აღმზრდელებს, ძიძებს, მასწავლებლებს).
პროგრამის ხანგრძლივობა 2 თვე, კვირაში 1 შეხვედრა.
ერთი სესიის ხანგრძლივობა – 90 წუთი.
პროგრამას უძღვებიან ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.
პროგრამა დაიწყება 22 აპრილს. დაწყების დრო 17 საათი
სესიების გრაფიკი შეთანხმდება მონაწილეებთან.
პროგრამის საფასური ერთი მონაწილისთვის 200 ლარი.
მსურველებს შეუძლიათ 15 აპრილამდე დარეგისტრირდნენ ~ნდობის~ ვებ- გვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით და ელ-ფოსტით.
ndoba@caucasus.net
მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102, თბილისი 0112 +995-32 954162
დაბრუნება
|
 |